ბერძენმა ფეხბურთელმა სოკრატის პაპასტატოპულოსმა ლონდონის "არსენალთან" შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა და ფეხბურთელმა ოფიციალურად დაადასტურეს.
სოკრატისი "არსენალში" 2018 წელს "დორტმუნდიდან" გადავიდა. მას შემდეგ ბერძენმა მცველმა "მეთოფეთა" მაისურით 69 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. პაპასტატოპულოსმა მიმდინარე სეზონში პირველი გუნდის მაისურით მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიირო მონაწილეობა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის გადაბირებით "ბეტისი", "სევილია" და "ჯენოა" არიან დაინტერესებულები. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას სოკრატისი.