კალათბურთი

14:49 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სეტონ ჰოლმა" ლიდერთან წააგო - მამუკელაშვილი საუკეთესო იყო

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი კარგი თამაში ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის "სეტონ ჰოლი" კონფერენციის ლიდერ"ვილანოვას" დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ 2-ქულიანი სხვაობით 76:74 დამარცხდა, ახალგაზრდა ფორვარდი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ვილანოველი “უაილდქეთსი” Big East-ის კონფერენციის ერთადრთ დაუმარცხებელ გუნდად და შესაბამისად, ლიდერად დარჩა.

მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 8-დან 5 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ცენტრს პასივში 7 დაკარგვა ჰქონდა. მის გუნდში 19 ქულით ჯარედ როდენი გამოირჩა, ხოლო გამარჯვებულთაგან 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო ჯერმეინ სამუელსი გახდა, ხოლო 22 ქულით ბომბარდირობა კოლინ ჟილესპიმ ითავა.

"სეტონ ჰოლს" 6 მოგების წილ 3 მარცხი დაუგროვდა და 11 გუნდიან კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, მამუკელაშვილის გუნდი 23 იანვარს “ბატლერს” შინ დაუპირისპირდება.

0.12127