იტალიური „ტორინოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო ჯამპაოლო მოხსნეს. ამის მიზეზი ტურინული გუნდის წარუმატებელი შედეგები გახდა.
„ტორინო“18 ტურის შემდეგ მხოლოდ 13 ქულით გასავარდნ ზონაში მე-18 ადგილზე იმყოფება.
მარკო ჯამპაოლოს დავიდე ნიკოლა შეცვლის, რომელსაც „ტორინოში“ აქამდეც უმუშავია.