ფეხბურთი

23:27 | 18.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი "იუვენტუსზე": "ინტერმა" მოიგო, მაგრამ არავის წინააღმდეგ უთამაშია"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ (2:0) მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ „იუვეს“ მოტივაცია აღარ აქვს. მისი განცხადებით, მილანელებს არავის წინააღმდეგ უთამაშიათ - გამოდის, რომ საკის აზრით, „იუვენტუსი“ მოედანზე არ იყო.

„ვნახეთ „ინტერი“, რომელიც იგივე სტაბილურობას ეძებს, როგორიც ადრე „იუვენტუსს“ ჰქონდა. „ნერაძურიმ“ მარჯვენა ფლანგზე ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მათ არავის წინააღმდეგ უთამაშია. ეს სულაც არ არის პირლოს ბრალი. უბრალოდ ეს არის გუნდი ძლიერი მოტივაციის, ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე. კონტეს გუნდისთვის კი ეს ძალზე მნიშვნელოანი გამარჯვებაა, რომელიც დამსახურებულად მოიპოვა“, - თქვა საკიმ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში „იუვენტუსი“ 33 ქულით მეხუთე ადგილზეა და არასდროს ასე ახლოს სკუდეტოს დაკარგვასთან ბოლო 9 წელიწადში არ ყოფილა.

0.116983