VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა „ავტოდორს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 98:82 დაამარცხა. მოსკოველებმა განსაკუთრებით კარგად პირველი ტაიმი ჩაატარა, სოლიდური უპირატესობა სწორედ დიდ შესვენებამდე მოიპოვა და გამარჯვება არ გასჭირვებია.
თორნიკე შენგელიამ 17:49 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 10-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა.
მოსკოვის ცსკა-ს VTB ლიგაში 10 მოგების წილ 2 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 1 თებერვალს „ზიელონა გორას“ დაუპირისპირდება.