იტალიის საფეხბურთო კლუბი „ინტერი“ სახელისა და ლოგოს შეცვლას გეგმავს. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ეს უკვე გადაწყვეტილია და 9 მარტს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.
„ინტერის“ ახალი ლოგომხოლოდ ორი ასოსგან იქნება შექმნილი - I და M. გარდა ამისა, შეიცვლება კლუბის ოფიციალური სახელიც და „ინტერ მილანი“ გახდება (Inter Milano).
ლოგოს რებრედინგს რაც შეეხება, ძალიან წააგავს ტურინის „იუვენტუსის“ ლოგოს, რომელიც მხოლოდ ასო J-სგან შედგება.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ინტერი“ იყიდება და მოსალოდნელია, რომ მილანურ გრანდს უახლოეს მომავალში ახალი მფლობელი ეყოლება.