ფეხბურთი

11:48 | 18.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "უარესად თამაში შეუძლებელია, მოედანზე არ გავსულვართ"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ინტერთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ახალბედა სპეციალისტის განცხადებით, „იუვე“ მოედანზე საერთოდ არ გასულა და ამაზე უარესად თამაში წარმოუდგენელია.

„თავიდანვე არასწორი დამოკიდებულებით გვქონდა და როდესაც არ გაქვს სიბრაზე ორთაბრძოლების დროს, მას ვერც მოიგებ. ჩვენ უბრალოდ მოედანზე არ გავსულვართ, შეშინებულები ვიყავით, გვეშინოდა „ინტერის“ შემტევი თამაშის, ამიტომ, მხოლოდ დაცვაზე ვფიქრობდით და ამ მხრივაც, არც ისე აგრესიულები ვიყავით. „ინტერს“ უფლება მივეცით ინიციატივა აეღო და ისინი შეუჩერებლები გახდნენ.

ძალიან ცუდი მარცხია, ამას არ ველოდი და ამაზე უარესად თამაში შეუძლებელია. თუმცა, თავი უნდა ავწიოთ, რადგან სამ დღეში სუპერთასის ფინალი გვაქვს და ამ მატჩზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსს“ 17 თამაშში მხოლოდ 33 ქულა აქვს მოპოვებული და მეხუთე ადგილზეა. ტურინულმა გრანდმა „იტალიური დერბი“ 2016 წლის შემდეგ პირველად წააგო.

0.112683