საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე გრან პრიზე თავისუფალ ჭიდაობაში ფინალში ექვსი ქართველი იჭიდავებს. ანრი დელანის სახელობის ტურნირის ოქროს მედლისთვის ბრძოლაში შანსი აქვთ:
ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), დავით ტლაშაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ), დათო მარსაგიშვილი (86 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ). ფინალური ბლოკი 23:30 საათზე დაიწყება.