კვიპროსის ჩემპიონატის მეოცე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ „ნეა სალმინას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა, გიორგი ქვილითაიამ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა 34-ე წუთზე პენალტით ანგარიში გახსნა და თავისანები დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გეორგიოს გალიციოსმა დააფიქსირა.
გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ქვილითაია კი მინდორზე 84-ე წუთამდე იმყოფებოდა., თორნიკე ოქრიაშვილი ისევ ტრავმირებულია და არ უთამაშია. გიორგი ქვილითაიას მიმდინარე სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი, აქედან 5 პენალტით, მაგრამ ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და ერთი გოლით უსწრებს ნიკოლა დიგუნსა („აპოლონი“) და ბარაქ სადიქს („დოქსა“).
„ანორთოსისს“ 39 ქულა აქვს და ლიდერთა დუეტს, „ომონიასა“ და „აპოლონს“ 1 ქულით ჩამორჩება. თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო ტურში 24 იანვარს, ნიქოზიის „აპოელს“ ესტუმრება.