თამაშგარე

11:36 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" რომაული დერბი მოიგო და ანამ პირობა შეასრულა

იტალიელმა მსახიობმა ანა ფალკიმ, რომელიც „ლაციოს“ თავგადაკლული ტიფოზია, რომაული დერბის წინ დადებული პირობა შეასრულა. 48 წლის ფალკიმ მატჩამდე თქვა, რომ თუ დერბის „ლაციო“ მოიგებდა, სოციალურ ქსელში ფოტოს გამოაქვეყნებდა - მხოლოდ პირბადით.

ანამ პირობა შეასრულა და მას შემდეგ, რაც „ლაციომ“ მოძულე მეტოქეს აჯობა, სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა და დაწერა: დამთავრდა დედაქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე თამაში. გაუმარჯოს „ლაციოს“ და მთელ გუნდს, შესანიშნავი იმობილე, რომელიც იმედს არასდროს გვიცრუებს და „მგელი“ ლუის ალბერტო. რა ვთქვა, 3 გოლი და ყველანი ჩუმად. პირობა შესრულებულია“.

შეგახსენებთ, რომ „ლაციომ“ „რომა“ 3:0 დაამარცხა. ანა ფალკი კი „არწივების“ გულშეამტკივარია და სოციალურ ქსელში საყვარელი გუნდის გამხნევებას ხშირად მრავალფეროვნებით ახერხებს.

0.115508