საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი დაიმატა. 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
სერბმა „დინამოსთან“ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მარუშიჩი გასულ სეზონში ბელარუსის „ნემანში“ თამაშობდა და 27 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.
მანამდე მას არაერთგან უთამაშია. მათ შორის ბოსნიურ გუნდებში - სარაევო „სლავია“, „კრუპაში“. სამშობლოში „სლოგას“, „ვოჟდოვაცის“, „ბორჩას“ და „უჟიჩეს“ შემადგენლობაში იყო, ხოლო 2019 წელს ბელარუსული „დნიაპროს“ შემადგენლობაში ირჯებოდა.