სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

22:12 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარეის კორონავირუსი დაუდასტურდა - ენდის ავსტრალიაში თამაში საეჭვოა

მსოფლიოს ყოფილ ნომერ პირველ ჩოგბურთელს ენდი მარეი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში საეჭვო გახდა. მარეი გეგმავდა მელბურნში გაფრენილიყო, თუმცა ახლა ლონდონში თვითიზოლაციაში იმყოფება. აღნიშნული ინფორმაცია თავად მარეიმ ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

ავსტრალიის ღია პირველობა 8 თებერვალს დაიწყება, სამი კვირის დაგვიანებით, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. მარეიმ დელრეი ბიჩის ტურნირზე მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან თავი აარიდა აშშ-ში ჩასვლას და შემდეგ იქიდან ავსტრალიაში გადაფრენას.

ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მისაღებას ჩოგბურთელებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ და კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ტურნირზე მონაწილეობას მიღებენ. ვიქტორიას შტატის ჯანდაცვის მინისტრმა მარტინ ფოლიმ განაცხადა, რომ მარეი გამონაკლისი ვერ იქნება და მელბურნში მას უარყოფითი პასუხით მიიღებენ.

თეგებიენდი მარეი
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117829