თამაშგარე

19:58 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი იტალიელი ლამაზმანი: "თუ დერბის "ლაციო" მოიგებს, მხოლოდ პირბადეს გავიკეთებ"

ცნობილი იტალიელი მსახიობი ანა ფალკი, რომელიც ახლა უკვე 48 წლისაა, მაგრამ სილამაზე და ეშხი არ დაუკარგავს, რომის „ლაციოს“ დიდი გულშემატკივარია. ფალკიმ პირობა დადო, რომ თუ რომაულ დერბის მისი საყვარელი გუნდი მოიგებს, სოციალურ ქსელში ფოტოს განათავსებს, მხოლოდ პირბადის ამარა...

„რას გავაკეთებ თუ დერბის „ლაციო“ მოიგებს? მზად ვარ მხოლოდ ნიღაბი ჩავიცვა და იმ შემთხვევაში თუ სოციალური ქსელი ამ ფოტოს დამიბლოკავს, მაშინ პირბადეს გავიკეთებ. იმედი ვიქონიოთ, რომ „ლაციო“ გამარჯვებას მოახერხებს, თუმცა, ეს ადვილი არ იქნება“, - თქვა ფალკიმ.

შეგახსენებთ, „ლაციოსა“ და „რომას“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.135255