ფეხბურთი

16:25 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ არველაძე: "ტრაბზონსპორისგან წინადადება მივიღეთ, მაგრამ შოთამ უარი თქვა"

არჩილ არველაძე ცნობილ თურქულ გამოცემა Fanatik-ს ესაუბრა და ძირითადად „ტრაბზონსპორისა“ და თურქული ფეხბურთის შესახებ ისუაბრა. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ისიც თქვა, რომ მას და შოთა არველაძეს ტრაბზონული გუნდისგან შეთავაზება ჰქონდათ, მაგრამ შოთამ „ფახთაქორიდან“ წასვლა იმ მომენტში არ მოინდომა.

„ამ სეზონში „ტრაბზონსპორის“ თამაშებს ყურადღებით ვუყურე. დაიწყო შედეგების გამოსწორება, ვფიქრობ გარკვეული დრო სჭირდებათ და უკეთესი გუნდი გახდება. ჩემთვის არ არის სწორი ყოველწლიურად ახალი მწვრთნელების, ახალი ტრანსფერების, 7-8 ფეხბურთელის მიწვევა, ამით პრობლემა იზრდება.

ჩვენ „ტრაბზონსპორისგან“ მივიღეთ შემოთავაზება, მაგრამ „ფახთაქორში“ ვმუშაობდით. სეზონის დასრულებამდე 10-12 მატჩი იყო დარჩენილი და შოთას არ სურდა გუნდის შუა გზაზე მიტოვება. მაშინ ეს არ მოხდა, მაგრამ არ ვიცი რა მოხდება ერთ-ორი წლის შემდეგ.

„ტრაბზონსპორის“ ჩემპიონობა? ამას დრო სჭირდება. ტრანსფერები დაგეგმილად უნდა განხორციელდეს. მოდის ახალი მწვრთნელი და 10 ფეხბურთელს იმატებს, შემდეგ ახალი მწვრთნელი მოდის და ისიც იგივეს აკეთებს. მაგალითად, „ლივერპული“ და „ბაიერნი“ ასე არ აკეთებენ, მათ სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ, გამიზნულად აკეთებენ ტრანსფერებს.

ყველაზე მეტად რომელი მატჩი მახსოვს? „სარიერთან“ სადებიუტო მატჩში გოლი გავიტანე, მაგრამ ჩემს პირველ სეზონში თურქეთის თასის ფინალში „ფენერბახჩესთან“ 4:3 გამარჯვება არასდროს დამავიწყდება.

შენოლ გიუნეში? მასზე მის მიერ გაწეული სამუშაო მეტყველებს. „ტრაბზონსპორში“, „ბეშითქაშსა“ და თურქეთის ნაკრებში ყოველთვის კარგად მუშაობდა, იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. თურქეთის ნაკრებში თაობათა ცვლაა, რაც რთული პროცესია, ცოტა მეტი დრო სჭირდებათ, მაგრამ 1-2 წლის შემდეგ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები ეროვნული გუნდის ლიდერები იქნებიან“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, არჩილ არველაძე „ტრაბზონსპორში“ 1993-1997 წლებში თამაშობდა. ის და მისი ტყუპისცალი შოთა არველაძე, მას შემდეგ რაც დეკემბერში „ფახთაქორი“ დატოვეს, უმუშევრები არიან.

0.121813