ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-16 ტურში „აიაქსმა“ ენსხედეს „ტვენტე“ დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა და მატჩის გმირი კლაას-იან ჰუნტელაარი გახლდათ.
37 წლის ფორვარდი მინდორზე 89-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და მიუხედავად მწირი დროისა, ორი გოლი გაიტანა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერედივიზიონში 89-ე წუთის შემდეგ დუბლი შეასრულა.
მიმდინარე სეზონში ჰუნტელაარმა „აიაქსის“ ღირსება 16-ჯერ დაიცვა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.