ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარეები დაასახელა. შედეგად, 2011-2020 წლების საუკეთესო კარის დარაჯად მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი მანუელ ნოიერი აღიარეს.
მეორე ადგილი ერგო ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონს, რომელიც იმავე ფედერაციის მიერ XXI საუკუნუს საუკეთესო მეკარედაა დასახელებული. სამეულში მოხვდა ბელგიელი ტიბო კურტუაც.
ქულების გამოთვლის პრინციპი ეფუძნებოდა იმას თუ რომელ ადგილს იკავებდა კონკრეტული მაკრე ამ ათლწულში წლის ბოლოს იმავე ფედერაციის რეიტინგში - მსოფლიოს საუკეთესო მეკარე.
შედეგად, IFHHS-ს ვერსიით, 2011-2020 წლების საუკეთესო მეკარეების ათეული ასეთია:
1. მანუელ ნოიერი - 183 ქულა
2. ჯანლუიჯი ბუფონი - 148
3. ტიბო კურტუა - 130
4. უგო ლორისი - 96
5. კეილორ ნავასი - 93
6. იან ობლაკი - 85
7. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი - 78
8. დავიდ დე ხეა - 75
9. იკერ კასილიასი - 67
10. ალისონი - 64