ზაურ მახარაძე კარიერას „დნეპრი 1“-ში გააგრძელებს. ქართველმა მეკარემ უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ზაურ მახარაძე 2018 წლიდან ლუგანსკის „ზორიას“ რიგებში თამაშობდა, ხოლო მანამდე დიდი ხნის განმავლობაში დონეცკის „ოლიმპიკის“ კარს იცავდა. მას უკრაინის პრემიერლიგაში 107 მატჩი აქვს ჩატარებული და 147 გოლი გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ ზაურ მახარაძე უკრაინის მოქალაქეა, ერთი პერიოდი საქართველოს მოქალაქეობის მიცემის საკითხზე აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა, რაც მას საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას მისცემდა, მაგრამ ბოლო მომენტში პრობლემები წარმოიშვა.