ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩი „ასტონ ვილა“ – „ევერტონი“ გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის მიზეზი ბირმინგემელთა გუნდში მძვინვარე კორონავირუსის ეპიდემიაა.
შეხვედრის ჩატარების თარიღო მოგვიანებით გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ „ასტონ ვილასა“ და „ევერტონის“ მატჩები წინა ტურებშიც გადაიდო.
„ვილა პარკელთა“ ფეხბურთელები ისევ თვითიზოლაციაში იმყოფებიან და რა თქმა უნდა, თამაშისთვის მომზადების შესაძლებლობა არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილამ“ ინგლისის თასზე „ლივერპულთან“ აკადემიის შემადგენლობით ითამაშა, რადგან მთავარი გუნდი მაშინაც კარანტინში იმყოფებოდა.