ფეხბურთი

15:23 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ საზღვარგარეთ მოთამაშე საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად დაასახელეს

მილანის „ინტერის“ შემტევი, რომელუ ლუკაკუ, საზღვარგარეთ მოთამაშე საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად დაასახელეს (Best belgian player abroad). ამის შესახებ მან საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა.

„მადლობა ღმერთს, რომ აქ აღმოვჩნდი. მადლობა ჩემ ინტერელ და ნაკრებელ პარტნიორებს. ბიჭებო, თქვენ ყოველთვის მეხმარებით. მადლობა ორივე გუნდის მწვრთნელებს. თქვენ მე უკეთესს მხდით.“ - წერს ლუკაკუ.

გამოკითხვაში ლუკაკუმ „,მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს და „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას აჯობა.

ლუკაკუ „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს. სერია А-ს მიმდინარე სეზონში 27 წლის შემტევმა 16 მატჩში 12 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.131641