ფეხბურთი

15:49 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ, შესაძლოა ესპანეთის სუპერთასის ფინალი გამოტოვოს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა ლეო მესი ესპანეთის სუპერთასის ფინალში მონაწილეობას.

„რაც შეეხება მესის, კიდევ რამდენიმე დღე უნდა მოვიცადოთ, რათა დავრწმუნდეთ, შეძლებს თუ არა ფინალში თამაშს.“ - ციტირებს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი „რეალ სოსიედადთან“ სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩშიც, რომელიც „ბარსელონამ“ პენალტების სერიაში მოიგო (3:2), ვერ მოხვდა განაცხადში. მიზეზი მცირე ტრავმაა. დისკომფორტი მან „გრანადასთან“ (0:4) პრიმერას მე-18 ტურის შეხვედრაში იგრძნო 9 იანვარს.

ფინალში, 17 იანვარს, სევილიაში, „ბარსელონა“ „რეალი“ – „ბილბაოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომლებიც ერთმანეთს დღეს, 14 იანვარს დაუპირისპირდებიან თბილისის დროით ღამის 12 საათზე.

0.12031