თბილისის „საბურთალოს“ აწ უკვე ყოფილი კაპიტანი გაგი მარგველაშვილი უნგრულ „მეზოკოვეშდში“ გადავიდა. ქართული გუნდის ვებგვერდმა ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
მარგველაშვილმა „მეზოკოვეშდთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა და ამ უნგრულ გუნდში ლუკა ლაკვეხელიანისა და ნოდარ ქავთარაძის შემდეგ მესამე ქართველი მოთამაშეა. გასულ სეზონში იქ ბუდუ ზივზივაძეც თამაშობდა, ახლა კი „ფეჰერვარის“ წევრია.
გაგი მარგველაშვილი „საბურთალოს“ აკადემიაში გაიზარდა და საქართველოში ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი თითოჯერ მოიგო. მან თბილისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 215 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.