ფეხბურთი

22:14 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მინო რაიოლამ ჰოლანდის "ბარსელონაში" გადაყვანა განიზრახა

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელმა ერლინგ ჰოლანდმა შესაძლოა კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს. ესპანური მედიის ცნობით, მინო რაიოლას სურს, რომ მისმა კლიენტმა „ბარსა“ აირჩიოს.

ბოლო პერიოდში რაიოლას კატალონურ გუნდთან არც ისე იდეალური ურთიერთობა აქვს, მაგრამ მისი გამოსწორება სურს და ამის მოგვარებას ჰოლანდის ტრანსფერით გეგმავს. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი ემილი რუსო თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, იმ შემთხვევაში იქნება ტრანსფერის დიდი შანსი.

სწორედ მასთან საუბრობს რაიოლა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ესპანელებს „დორტმუნდისთვის“ 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობს და 34 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი.

0.136105