„დინამო ბათუმი“ მათე ცინცაძემ დატოვა. აჭარული კლუბი მადლობას უხდის 26 წლის ნახევარმცველს გაწეული სამსახურისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
ცინცაძე „დინამო ბათუმის“ ღირსებას გასულ სეზონში იცავდა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
კარიერის განმავლობაში ცინცაძეს „ლოკომოტივის“, „ტორპედოს“, „დინამო თბილისის“, „პოგონის“, „რუსთავისა“ და ლატვიური „იელგავას“ რიგებში უთამაშია.