„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟოან ლაპორტამ, რომელიც გუნდს 2003-2010 წლებში უკვე ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ „ბარსას“ კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა შეეძლო, მაგრამ ტრანსფერზე უარი თქვეს, რადგან იმ პერიოდში რონალდინიო დაიმატეს.
„ჩვენ რონალდინიოს და რაფა მარკესის ტრანსფერები შეთანხმებული გვქონდა. მექსიკელის აგენტმა შემოგვთავაზა ახალგაზრდა ბიჭის ყიდვა, სახელად კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც იმ დროს ლისაბონის „სპორტინგში“ იყო. მისი ერთ-ერთი აგენტი მომიახლოვდა და მითხრა: „არის ერთი ფეხბურთელი, რომელსაც „იუნაიტედი“ 19 მილიონად ყიდულობს, მაგრამ 17 მილიონს თუ გადაიხდით თქვენთან წამოვა“.
თუმცა იმ პერიოდში რონალდინიოში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ და იმ დროს რონალდუ ჯერ კიდევ ფლანგზე თამაშობდა, ვიდრე ცენტრში, ვფიქრობდით, რომ რონალდინიოში ინვესტიცია უფრო მართებული იყო. ჩვენ რონალდუზე უარი ვთქვით და არ ვნანობ“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ 2003 წლის ზაფხულში საბოლოოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა და ინგლისურ გუნდში 6 სეზონი ითამაშა.