დოჰას მასტერსის ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალში გასვლა მოახერხა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედლის მოპოვებას ეცდება. ქართველმა მეორე წრის შეხვედრა რუს ნიაზ ბილალოვს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უზბეკი მუხამადკარიმ ხურამოვი შეხვდა და მისი ბარიერიც დასძლია. ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალტჩიკს აჯობა.
ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ვარლამი აზერბაიჯანელ ზელიმ კოტსოევს შეხვდება.
აქვე გეტყვით, რომ ლაშა ბექაური რუს იგოლნიკოვთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც გერმანელ ედიარდ ტრიპელს შეხვდება. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანელი მეტოქე ბექა ღვინიასვილმა დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგარიშზე დოჰას მასტერსზე მოპოვებული 2 მედალია. პირველ საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს, მეორე დღეს კი ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.