ფეხბურთი

11:07 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რივერი" სასწაულთან ახლოს იყო, მაგრამ ფინალში "პალმეირასი" გავიდა (+VIDEO)

ლიბერტადორესის თასის ფინალში „პალმეირასი“ გავიდა, რომელმაც ნახევარფინალში „რივერ პლეიტი“ ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა. ერთი კვირის წინ პირველი მატჩი ბრაზილიელებმა არგენტინაში 3:0 მოიგეს და თითქმის ყველაფერი გადაწყვიტეს.

თუმცა, „რივერმა“ ბრაზილიაში ბოლომდე იბრძოლა და ახლოს იყო მცირე სასწაული მოეხდინა. მარსელო გალიარდოს გუნდი 29-ე წუთზე რობერტ როხასმა დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს რაფაელ ბორემ „პალმეირასის“ კარში მეორე გოლი გაიტანა და სიტუაცია დაიძაბა.

შესვენების შემდეგ „რივერ პლეიტი“ დიდ სათამაში უპირატესობას ფლობდა, საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ მესამე გოლი, რითაც ორი მატჩის ჯამში ანგარიშს გაათანაბრებდა ვერ გაიტანა და ზედიზედ მესამედ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

„პალმეირასი“ ფინალში „ბოკა ხუნიორსისა“ და „სანტოსის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი თამაში ბუენოს აირესში უგოლოდ დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი 14 იანვარს, თბილისის დროით 02:15 საათზე დაიწყება.

„პალმეირასი“ – „რივერ პლეიტი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 როხასი (29), 0:2 ბორე (44)

0.123594