ფეხბურთი

2:17 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

8 წლის შემდეგ პირველად: 17 ტურში ლიდერი "მანჩესტერი"

ინგლისის პრემიერლიგის სათავეში „მანჩესტერ იუნაიტედია“. 17 ტურის თავზე ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ერთპიროვნულად გალიდერება მოახერხა და ამას დიდი ხანი ელოდნენ.

საქმე ისაა, რომ 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ 17 ტურში „მანჩესტერი“ ლიდერია! მაშინ გუნდს ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი ავარჯიშებდა. ამრიგად, „მანიუს“ საჩემპიონო ამბიცია ნამდვილად აქვს.

„იუნაიტედმა“ „ბარნლის“ პოლ პოგბას გოლით 1:0 მოუგო და 36 ქულას მოუყარა თავი, შედეგად „ლივერპულს“ 3 ქულით გადაასწრო და ყველას თავზ დაჰყურებს.

სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ ამას ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ „წითელი ეშმაკები“ ბოლო დროს საოცარ ფორმაში არიან. სხვათა შორის, „მანჩესტერს“ პრემიერლიგაში სტუმრად ბოლო 15 თამაში არ წაუგია - 12 მოგება და 3 ფრე!

0.161468