სხვა

12:57 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტერენოფუჯის ტოჩინოშინის დასამარცხებლად სამი წამი დასჭირდა (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ტოჩინოშინი სეკივაკე ტერენოფუჯის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო.

ეს წყვილის მე-13 დაპირისპირება იყო და მონღოლ მეტოქეს დიდი ბრძოლა არ დასჭირვებია. 29 წლის სუმოისტმა შერკინებისთანავე დიდი უპირატესობა მოიპოვა და ტოჩი დოჰიოდან მარტივად გადაიყვანა, რის შემდგომაც ურთიერთშეხვედრებში სოლიდური უპირატესობა აქვს - 9 მოგება და მხოლოდ 2 მარცხი.

ლევანს 3 დღის შემდგომ - 1 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი დაუგროვდა, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-5 მაეგაშირა ენდო იქნება, რომელსაც აქამდე 14-ჯერ შეხვედრია და 8-ჯერ მისი დამარცხება მოახერხა, 6-ჯერ კი თავად დამარცხდა.

0.137682