ფეხბურთი

1:08 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი კლოპზე: "გასახდელში ყნოსვა დაიწყო და მივხვდით, რომ მისი მოტყუება შეუძლებელი იყო"

მიუნხენის „ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა და მასთან გატარებული პერიოდი გაიხსენა.

ლევანდოვსკისმ განცხადებით, გერმანიაში ჩასვლისას კლოპთან სანაძლეო ჰქონდა დადებული და გერმანელი ადაპტაციაში დაეხმარა. მან იურგენი ბოროტ მასწავლებელსაც შეადარა.

„იურგენი ჩემთვის მხოლოდ მამა არ ყოფილა. როდესაც ის ჩვენი მწვრთნელი იყო, ზოგჯერ ბოროტ მასწავლებელს ჰგავდა. ამას დადებითი გაგებით ვამბობ. მას არასდროს უნდოდა, რომ შენ B შეფასების სტუდენტი ყოფილიყავი, არამედ A+ შეფასების სტუდენტი და ეს არა საკუთარი თავისთვის, არამედ შენთვის სურდა.

მას არასდროს დაუვიწყებია, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ფეხბურთი მეორე ადგილზეა. ერთხელ მახსოვს გასახდელში ვისხედით. იცით, რომ არსებობს კლასიკური ხრიკი, როდესაც მოთამაშე სვამს, შემდეგ ბევრ ნიორს ჭამს,რომ ალკოჰოლის სუნი აღარ იყოს. იურგენნი გასახდელში შემოვიდა და ყნოსვა ძაღლივით დაიწყო. ბოლოს მან თქვა: „რაღაცას ვგრძნობ, ეს ნიორია?“. რა თქმა უნდა, იცოდა რისი სურნელიც იყო და ჩვენც ვიცოდით, რომ ის მიხვდა. უბრალოდ იკითხა და ისე წავიდა, არაფერი უთქვამს. შემდეგ ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილი გავიწყეთ. ეს იყო გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ - არასდროს ეცადოთ კლოპის მოტყუებას, ის ძალიან ჭკვიანია!

როდესაც გერმანიაში პირველად ჩავედი, ენა არ ვიცოდი. იურგენი ადაპტაციაში დამეხმარა. მასთან სანაძლეო მქონდა. ვარჯიშის დროს 10 გოლს თუ გავიტანდი 50 ევროს მომცემდა და თუ ვერ გავიტანდი, მე მივცემდი. საწყის კვირებში ყოველთვის მე მიწევდა მიცემა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ერთ დღეს მან მითხრა: „კარგი, საკმარისია! ახლა, შენ მზად ხარ!“, - თქვა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი და იურგენ კლოპი დორტმუნდის „ბორუსიაში“ ერთად 2010-2014 წლებში მუშაობდნენ. თავდაპირველად პოლონელმა დატოვა გერმანული გუნდი და „ბაიერნში“ გადავიდა, ხოლო კლოპი 2015 წლიდან „ლივერპულში“ მუშაობს.

0.116753