ფეხბურთი

11:33 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "მილანთან გამარჯვება აზრს დაკარგავდა, "სასუოლოს" თუ ვერ მოვუგებდით"

„იუვენტუსმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ სამი გამარჯვება პირველად მოიპოვა. შესაბამისად, ეს ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერაშიც პირველად მოხდა. „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ 41 წლის სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სტაბილურობის შეგრძნება და გამარჯვება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში „სან სიროზე“ „მილანთან“ გამარჯვებას აზრი დაეკარგებოდა. ცოტა სუსტად ვითამაშეთ და ნაკლებად ორგანიზებულები ვიყავით, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო.

ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და ამიტომ, ჩვენზე არის ზეწოლა, რომ ყველა თამაში უნდა მოვიგოთ. ყველა თამაშს ფინალივით უნდა მივუდგეთ. ბოლო წუთამდე ბრძოლის სურვილი „იუვეს“ დნმ-ში უნდა იყოს“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ სერია A-ში 33 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 იანვარს, მილანის „ინტერს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.113652