ფეხბურთი

23:26 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვიტსელისთვის სეზონი დასრულდა და ალბათ ევროპის ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებს

„დორტმუნდის“ ნახევარმცველის აქსელ ვიტსელის ტრავმა სერიოზული გამოდგა და მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. ბელგიელმა დაზიანება „ლაიფციგთან“ მატჩში მიიღო.

სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვიტსელს აქილევსის ძვალი აქვს გატეხილი. ჩვეულებრივ, ასეთი დაზიანებისგან განკურნებას და ვარჯიშის დაწყებას 6 თვე სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში მოედანზე ვერ გავა.

უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, ვიტსელი ევროპის ჩემპიონსტაც დააკლდება, რომელიც ზაფხულში გაიმართება და ბელგიის ნაკრებს ვერ დაეხმარება.

0.114219