ფეხბურთი

21:31 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" შეკრება დაიწყო და ახალი კაპიტანი ჰყავს

თბილისის „საბურთალოს“ ახალი სეზონიდან გიორგი კოხრეიძე უკაპიტნებს. ამის შესახებ დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. ყოფილი კაპიტანი გაგი მარგველაშვილი კლუბის დატოვებს და კარიერას ევროპაში გააგრძელებს („მეზოკოვეშდში“).

„საბურთალომ“ დღეს პირველი ვარჯიში გამართა და გუნდში ბევრი სიახლეა. გუნდიდან ბექა ქავთარაძე, ანრი ჭიჭინაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, ჟარდელ ნაზარე, ოლივიე ბუმალი, დავით კუპატაძე წავიდნენ, ხოლო გიორგი ჯგერენაია, რომან ჩაჩუა, გიორგი ლაცაბიძე, თორნიკე ძებნიაური, გიორგი ერისთავი, თომა ტაბატაძე, რაფიქ ამინუ, გიორგი ჯინჯოლავა და ოთო გოშაძე შეუერთდნენ.

„საბურთალო“ თბილისში 4 თებერვლამდე მოემზადება, ხოლო 5-18 თებერვალს წინასასეზონო შეკრებას თურქეთის ქალაქ სიდეში გაივლის.

თეგებისაბურთალო
0.119118