ჩოგბურთი

17:56 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ანტალიაში წყვილთა შორის დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის საერთაშორისო ტურნირს წყვილთა შორის გამოეთიშა. ქართველი გერმანელ ანდრე ბეგემანთან იყო შეწყვილებული და ხორვატულ დუეტთან - პატე პავიჩისა და ნიკოლა მეტკიჩის მონაწილეობით, დამარცხდა.

ბასილაშვილს და მის მეწყვილეს შანსი არ მისცემიათ და 44 წუთში უბრძოლველად, 0:6, 1:6 წააგეს, შედეგად ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშნენ.

ბასილაშვილისთვის ანტალიის საერთაშორისო ტურნირი მაინც გრძელდება და ერთეულთა ბადეში მეოთხედფინალშია გასული, სადაც 11 იანვარს ავსტრიელ ალექს დე მინორს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113031