პრემიერლიგის დებიუტანტმა, ამჟამად კი უიმედო აუტსაიდერმა, „შეფილდ იუნაიტედმა,“ მიმდინარე სეზონში პირველად გაიმარჯვა. ეს ინგლისის თასის მესამე რაუნდში (ჩვენებურად 1/32 ფინალი) მოხდა „ბრისტოლ როვერსის“ წინააღმდეგ. თუმცა, მატჩის მიმდინარეობისას, ლიგა ერთის წარმომადგენელმა ორჯერ გაუთანაბრა ანგარიში პრემიერლიგელს. საბოლოოდ, შეფილდელებმა სტუმრად 3:2 მოიგეს.
მე-6 წუთზე მასპინძელთა მეკარის, ჯო დეის ავტოგოლმა სტუმრები დააწინაურა. ბრისტოლელებმა 21-ე წუთზე გაათანაბრეს. მცველმა ალფი კალიგურმა იყოჩაღა. ასე დამთავრდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ, 59-ე წუთზე, სტუმრები ისევ დაწინაურდნენ, თავი შოტლანდიელმა ოლივერ ბერკმა გამოიჩინა. სამ წუთში გერმანელმა მაკს ემერმა ისევ გაათანაბრა. თუმცა, 54 წამში „შეფილდის“ მცველმა, ჯეიდენ ბოგლმა საბოლოო წერტილი დასვა.
კრის უაილდერის ბიჭებისთვის ეს პირველი გამარჯვებაა ბოლო 182 დღის განმავლობაში. პრემიერლიგაში კი მათი სქმეები ძალიან ცუდად მიდის, 17 მატჩში მათ მხოლოდ ორი ფრე ითამაშეს და ამდენივე ქულით ბოლო, მე-20 ადგილზე არიან.