ფეხბურთი

18:31 | 9.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "იუვენტუსი" ფავორიტი არ არის, ჩვენზე დიდი წნეხია"

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო მიიჩნევს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში მისი გუნდი ფავორიტი არ არის. 41 წლის სპეციალისტის აზრით, ფავორიტი „მილანია“, რადგან ამჟამად სატურნირო ცხრილს ლიდერობს. პირლომ ამის შესახებ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ ისაუბრა.

„რთულ თამაშს ველოდები. „სასუოლო“ შესანიშნავი გუნდია კარგი მწვრთნელით. ისინი შესანიშნავად თამაშობენ, როდესაც ბურთი აქვთ და მეტოქეზე ზეწოლას ახდენენ. ფავორიტები ვართ სკუდეტოსთვის ბრძოლაში? ვინ პირველ ადგილზეა, ფავორიტიც ყოველთვის ის არის. ჩვენ ზედიზედ 9 სკუდეტო გვაქვს მოგებული და ძალიან დიდი წნეხი გაქვს, „მილანი“ მიმდინარე სეზონის საუკეთესო გუნდია.

ვინ შეცვლის დე ლიხტს? დემირალმა უფრო მეტი ითამაშა და შეიძლება უფრო მეტადაა მზად, ვიდრე კიელინი. ხვალ ალბათ მერიჰი ითამაშებს, მაგრამ ჯორჯოც ჩვენს განკარგულებაშია.

კულუშევსკი? კარგადაა, „მილანთან“ თამაშში კარგად ჩაერთო. სხვა დროს ასე არ ყოფილა. ვნახოთ, ძირითადში იქნება თუ ისევ შეცვლაზე ითამაშებს. მორატა ინდივიდუალურად ვარჯიშობს და შევაფასებთ მის მდგომარეობას სათადარიგო სკამზე მაინც რომ იყოს. კიეზა კარგადაა, გამოჯანმრთელდა. ბერნარდესკი? ვწუხვარ, რომ მას არ მისცემია ჯერ შესაფერისი შანსი, მაგრამ ეს ექნება. ამ მომენტისთვის სხვა გადაწყვეტილებები ავირჩიეთ, მაგრამ ის დაგვეხმარება“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 30 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „მილანს“ 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

0.116578