ფეხბურთი

22:12 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მატიას დე ლიხტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველ მატიას დე ლიხტი კორონავირუსით დაინფიცირდა. აღნიშნულის შესახებ „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

დე ლიხტი ტესტზე დადებითი პასუხის შემდეგ თვითიზოლაციაში გადავიდა და პროტოკოლს იცავს. 21 წლის ნიდერლანდელამდე „იუვეში“ კორონავირუსი ალექს სანდროსა და ხუან კუადრადოს დაუდასტურდათ.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი გარკვეული პერიოდით ვერ ითამაშებს და მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება მოედანს, როდესაც გამოჯანმრთელდება, რაც როდის მოხდება, წინასწარ უცნობია.

„იუვენტუსს“ იანვარში მნიშვნელოვანი მატჩები აქვს. 17 იანვარს „ინტერს“ შეხვდება, ხოლო 20 იანვარს იტალიის სუპერთასზე „ნაპოლის“ და დე ლიხტი სავარაუდოდ ამ მატჩებში ვერ ითამაშებს.

0.114684