ესპანეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. სეგუნდა დივიზიონის გუნდი "კორნელია", რომელმაც "ატლეტიკო" წინა ეტაპზე დაამარცხა, "ბარსელონას" დაუპირისპირდება. მადრიდის "რეალი" კი "ალკოიანოს" შეხვდება, რომელმაც ლა ლიგის გუნდი "უესკა" გამოთიშა ასპარეზობას.
აღნიშნული ეტაპის მატჩები 16, 17, 20 და 21 იანვარს გაიმართება. გამარჯვებულის ვინაობას მხოლოდ ერთი მატჩი გადაწყვეტს. გთავაზობთ 1/16-ფინალური ეტაპის ყველა წყვილს:
"კორნელია" – "ბარსელონა"
"ალკოიანო" – "რეალი"
"იბიცა" – "ბილბაო"
"კორდობა" – "სოსიედადი"
"ლეგანესი" – "სევილია"
"ალკორკონი" – "ვალენსია"
"ჟირონა" – "კადისი"
"სპორტინგი" – "ბეტისი"
"ესპანიოლი" – "ოსასუნა"
"ფუენლაბრადა" – "ლევანტე"
"რაიო" – "ელჩე"
"ტენერიფე" – "ვილიარეალი"
"პენია დეპორტივა" – "ვალიადოლიდი"
"ნავალკარნერო" – "ეიბარი"
"მალაგა" – "გრანადა"
"ალმერია" – "ალავესი"