საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარი „თელავი“ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. როგორც კახური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კლუბი გრიგოლ ჩაბრაძეს, ცოტნე მოსიაშვილს, რაფაელ ჩუკვურას, ანტონ თოლორდავას, ალექსანდრე კოშკაძეს, გურამ სამუშიასა და ჰოვანეს პოღოსიანს დაემშვიდობა.
კლუბმა მათ მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და მომავალ კაირერეაში წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ „თელავი“ გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში მეექვსე ადგილზე გავიდა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. ახალი სეზონისთვის მზადებას კახელები 12 იანვარს დაიწყებენ.