ფეხბურთი

13:57 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა

ლონდონის „ვესტ ჰემის“ აწ უკვ ყოფილი ფორვარდი სებასტიან ალერი კარიერას ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ნიდერლანდური გრანდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ალერის სანაცვლოდ „აიაქსმა“ 22.5 მილიონი ევრო გაიღო და კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. 26 წლის ფრანგმა ამსტერდამელებთან 4.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სებასტიან ალერი „ვესტ ჰემში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 54 მატჩში 14 გოლი გაიტანა. ლონდონელებმა მის სანაცვლოდ თავის დროზე „აინტრახტს“ 50 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ხსენებული გუნდების გარდა, ალერს „ოსერსა“ და „უტრეხტში“ უთამაშია. 2020 წლიდან კი მან კოტ დივუარის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, რომლის მაისურით ჩატარებულ 2 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

0.114177