ნიჭიერი მეკარე სოსო კოპალიანი კარიერას თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა.
კოპალიანი მხოლოდ 14 წლისაა, მაგრამ ახალი სეზონიდან მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს. სოსო ქუთაისის „ტორპედოში“ ირჯებოდა და 2019 წელს რეკორდიც დაამყარა.
„საბურთალოს“ წინააღმდეგ 13 წლის ასაკში სამატჩო განაცხადში მოხვდა, რაც იმერული გუნდის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი გახლდათ. ზოგადად, ეროვნულ ლიგაში სამჯერ იყო სამატჩო განაცხადში და ერთხელ საქართველოს თასზე.