„ანორთოსისის“ ქართველი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ფინანსურად დააჯარიმეს. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, სადისციპლინო კომისიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ნიქოზიის „ომონიასთან“ მატჩში ქეცბაიამ თავისი გუნდის ფეხბურთელის მიმართ არასპორტული საქციელი ჩაიდინა, რითაც სადისციპლინო რეგლამენტის მე-4 მუხლი დაარღვია.
ფინანსური სანქციის ოდენობა უცნობია. ისე კი, ქართველი სპეციალისტი მიმდინარე სეზონში არაერთხელ დააჯარიმეს. შეგახსენებთ, "ანორთოსისს" კვიპროსის პირველ დივიზიონში 18 ტურის თავზე 33 ქულა აქვს და ჩემპიონობისთვის იბრძვის.