ფეხბურთი

23:48 | 7.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ნიგერიელი ფეხბურთელი დაიმატა

„დინამო ბათუმმა“ 28 წლის ნიგერიელი მცველი რაფაელ ჩუკვურა დიამატა. ფეხბურთელმა აჭარულ გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და ახალი სეზონიდან გია გეგუჩაძის გუნდის ღირსებას დაიცავს.

რაფაელ ჩუკვურას საქართველოში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია. ნიგერიელმა მარცხენა მცველმა სხვადასხვა წლებში მარტვილის „მერანის“, თბილისის „მერანის“, „რუსთავისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში მან „თელავის“ შემადგენლობაში ითამაშა და 13 შეხვედრაში თავი 2 გოლით გამოიჩინა.

0.127927