სერია A-ს მე-16 ტურში „იუვენტუსმა“ „მილანი“ 3:1 დაამარცხა და მატჩის შემდეგ ანდრეა პირლომ ისაუბრა. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვენლოვანი გამარჯვება იყო და სხვა გუნდების შედეგებს ყურადღებას არ აქცევენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. არ ვუყურებთ სხვა გუნდების შედეგებს, ჩვენ კონცენტრირებული ვართ საკუთარ თამაშზე და თამაშიდან თამაშამდე, რამდენიმე თვეში გამოჩნდება სად ვიქნებით სატურნირო ცხრილში. „იუვენტუსს“ სწორი სულისკვეთება ჰქონდა ჩემპიონატის ლიდერთან. ყოველთვის ამ დამოკიდებულებით უნდა ვითამაშეთ.
ტეო ერნანდესის თამაში შევისწავლეთ და გვინდოდა მასზე ზეწოლა მოგვეხდინა, რომ ბევრი თავისუფალი დრო არ ჰქონდა შეტევისთვის. ამიტომაც, კიეზა მაქსიმალურად ცდილობდა მასთან ერთი-ერთზე თამაშს. კიეზა სწორედ ამიტომ ვიყიდეთ, რომ ერთი-ერთზე თამაში გაამწვავოს და იმოქმედოს ინდივიდუალურად. მისი პოზიცია შეიძლება შეიცვალოს მოედანზე, მაგრამ როლი იგივ რჩება.
„მილანის“ გოლის დროს რაბიოზე თამაშის წესი დაირღვა. შემდეგ შეიძლებოდა დანილოს უფრო აგრესიულად ეთამაშა და გუნდის მოედანზე არასწორად იყო განლაგებული, მაგრამ ფაქტია, ეს გოლი თამაშის წესის დარღვევის შემდეგ დაიბადა.
ჩვენს გუნდში ყველა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, არა მხოლოდ დიბალა. მაქვს ბედნიერიება, რომ შემადგენლობა სიტუაციიდან გამომდინარე შევარჩიო. დიბალა ჯერ 100%-ით მზად არ არის, პირველი ტაიმის ბოლოსაც კარგად არ იყო. მას სჭირდება ფორმაში სრულად დაბრუნება და ველოდებით, როდესაც 100%-ით მზად იქნება“, - თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, „იუვენტუსს“ 15 თამაშში 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. თუმცა, კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.