ფეხბურთი

21:30 | 6.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მასკერანო არგენტინის ნაკრებს დაეხმარება

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო ამავე ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციაში სამუშაოდ მიიწვიეს. როგორც ასოციაციის ვებგვერდი იუწყება, მასკერანო ნაკრებების მეთოდოლოგიის და განვითარების დეპარტამენტში იმუშავებს. ხავიერთან ერთად აღნიშნულ დეპარტამენტში მიიწვიეს ფიზმომზადების მწვრთნელები პაბლო ბლანკო და ოსკარ რომერო.

მასკერანო არგენიტინის ნაკრებში 2003-2018 წლებში თამაშობდა და "ალბისელესტეს" მაისურით 147 შეხვედრა ჩაატარა. საკლუბო დონეზე მასკერანო "რივერ პლეიტის", "კორინთიანსის", "ვესტ ჰემის", "ლივერპულის" და "ბარსელონას" რიგებში ასპარეზობდა. მასკერანომ საფეხბურთო კარიერა 2020 წლის 15 ნოემბერს დაასრულა.

0.136841