დიდიე ლამკელს ბელგიური „ანტვერპენიდან“ წასვლა სურს, კლუბი კი ამის უფლებას არ აძლევს და კამერუნელმა ფორვარდმაც საინტერესო ხერხს მიმართა. ის კლუბის ბაზაზე „ანტვერპენის“ მეტოქის, ბრიუსელის „ანდერლეხტის“ მაისურით მივიდა.
ამ ნაბიჯით მან გუნდის ხელმძღვანელობის გაღიზიანება სცადა. აღსანიშნავია, რომ ის დაცვამ ბაზაზე არ შეუშვა და ოთახში გამოკეტა.
ლამკელს „ანტვერპენთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ კონტრაქტის გაწყვეტა და ათენის „პანათინაიკოსში“ გადასვლა სურს, სადაც მისი ყოფილი მწვრთნელი ლაშლო ბოლონი იწვევს. ბელგიელებს კი გუნდიდან მისი უფასოდ გაშვება არ სურთ.