კოპა ლიბერტადორესზე პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა და ბრაზილიურმა „პალმეირასმა“ ბუენოს აირესში „რივერ პლეიტი“ დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა, რითაც ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადაგდა.
სტუმრებმა პირველი ტაიმი რონის გოლით მოიგეს, ხოლო ნაანტრაქტევს ლუის ადრიანომ და ვინიამ უპირატესობის გაზრდა მოახერხეს. ამრიგად, საპასუხო მატჩი პრაქტიკულად ფორმალობად იქცა და „რივერი“ ფინალს მიღმა დარჩება.
საპასუხო მატჩი 13 იანვარს ბრაზილიაში გაიმართება. სხვათა შორის, მეორე ნახევარფინალური წყვილიც ბრაზილიურ-არგენტინულია: „ბოკა ხუნიორსი“ „სანტოსს“ ეთამაშება. პირველი მატჩი „ბომბონერაზე“ 7 იანვარს შედგება, საპასუხო კი ბრაზილიაში 14 იანვარს.