კალათბურთი

15:54 | 6.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ლიგა ენდესას ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანელის ლიგა ენდესას ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის. ლიგამ 16 კალათბურთელი გამოარჩია, რომლებიც პლეი-ოფის სისტემით მერვედფინალში დააწყვილა და გულშემატკივრებში გამოკითხვას ჩაატარებს.

შენგელიას მეტოქე მერვედფინალში ჯეისი კეროლია. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა 7 იანვარს დაიწყება, მაგრამ ერთ დღეს მხოლოდ ერთი წყვილის გამარჯვებული გამოვლინდება. ამრიგად, შენგელიასა და კეროლის „დუელი“ 11 იანვარსაა დაგეგმილი და 24 საათის განმავლობაში ვინც უფრო მეტ ხმას მიიღებს, მეოთხედფინალში გავა. შემდეგ იქნება ნახევარფინალი და ბოლოს ფინალი... გულშემატკივრებს ხმის მიცემა ACB ლიგის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე შეეძლებათ.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია „ბასკონიას“ ღირსებას 2014-2020 წლებში იცავდა და ბასკური გუნდის რიგებში წარუშლელი კვალი დატოვა. გასულ წელს თორნიკე ესპანეთის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა, შემდეგ კი მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა.

0.109836