ფეხბურთი

21:27 | 5.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დინამო თბილისმა" ლევან წოწონავა დაიმატა

„დინამო თბილისმა“ მარტივილის „მერანიდან“ 23 წლის მარჯვენა გარემარბი ლევან წოწონავა დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია თბილისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

წოწონავამ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და განაცხადა, რომ გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს:

„დინამო თბილისი“ საქართველოს საუკეთესო გუნდია და აქ თამაში ყველას სურს. როდესაც შეთავაზება მივიღე, ძალიან გამიხარდა. მთავარი მიზანი ჩემპიონობაა, მაგრამ რაც მეტ ტიტულს მოვიგებთ, მით უფრო კარგია და გულშემატკივარს ვპირდები, რომ გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა მან.

ლევან წოწონავამ გასულ სეზონში მარტვილის „მერანში“ 6 გოლი გაიტანა და 6-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.118233