კალათბურთი

0:35 | 5.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილი კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

„სეტონ ჰოლის“ კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა კალათბურთელმა ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო.

გასულ კვირაში „სეტონ ჰოლმა“ ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო, ხოლო მამუკელაშვილი ორჯერვე პარკეტზე საუკეთესო იყო. „ქსავიერთან“ (85:68) სანდრომ 18 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი, ხოლო „ბატლერთან“ (68:60) 24 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

შედეგად, ამ ორ მატჩში მისი საშუალო მაჩვენებელი 21 ქულას, 8 მოხსნას და 4 პასს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და "სეტონ ჰოლის" ლიდერია, მისი გუნდი კი კონფერენციაში 5 მოგებითა და 1 წაგებით მეორე ადგილზეა.

0.13525