ფეხბურთი

19:05 | 4.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე ისევ თურქეთში? ის ნაცნობ გუნდს დაუკავშირეს

შოთა არველაძე თურქულ „ქაისერისპორს“ დაუკავშირეს. როგორც ადგილობრივი გამოცემა Sabah-ი იტყობინება, „ბეშიქთაშთან“ გუშინ განცდილი მარცხის შემდეგ (0:2) „ქაისერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სამეთ აიბაბა გაათავისუფლეს.

კლუბის დირექტორთა საბჭომ კი უცხოელი მწვრთნელის მოწვევა გადაწყვიტა და კანდიდატთა შორის 47 წლის ქართველი სპეციალისტიცაა, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ფახთაქორი“ დატოვა და ახალ წინადადებებს ელოდება. თუმცა, შოთა ფავორიტი მაინც არაა - პირველი კანდიდატი რუმინელი დან პეტრესკუა და სწორედ ის მიიჩნევა „ქაისერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად.

აღსანიშნავია, რომ არველაძეს „ქაისერისპორში“ უმუშავია. 2010-2012 წლებში სწორედ ამ კლუბში იმუშავა კარიერაში პირველად მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამის შემდეგ ქართველი „ქასიმპაშას“, „ტრაბზონსპორს“, თელ ავივის „მაკაბისა“ და ტაშკენტის „ფახთაქორს“ ავარჯიშებდა.

აქვე გეტყვით, რომ „ქაისერისპორი“ თურქეთის სუპერლიგაში 15 ტურის შემდეგ 10 ქულით ბოლო, 21-ე ადგილზე იმყოფება.

0.116514